Belive

ტოტენჰემს ტიმო ვერნერი და მარიო გიოტცე სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მილანთან" კშიშტოფ პიონტეკის საკითხზე მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა და ახლა "ტოტენჰემი" სხვა შემტევებზე გადაერთო. ცნობილია, რომ ჰარი კეინი აპრილამდე ვერ დაბრუნდება, ამიტომ გუნდს აუცილებლად სჭირდება გაძლიერება. "ბილდის" ჟურნალისტმა კრისტიან ფალკმა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელების სია, რომელიც მოურინიოს სურს. მთავარი კანდიდატები ტიმო ვერნერი და მარიო გიოტცე არიან.

გიოტცეს კარიერა არც დორტმუნდში გაგრძელდა იდეალურად და მისთვის ახალი გამოწვევა წესით მისაღები უნდა იყოს. რაც შეეხება ტიმო ვერნერს, მისით არაერთი გიგანტი ინტერესდება. მადრიდის "რეალი" და "ლივერპული" აქტიურად გამოხატავენ ინტერესს გერმანელი ფეხბურთელის მიმართ. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

სხვა სტატიები