Belive

ტოტენჰემთან განადგურების შემდეგ, პოგბამ დუმილი დაარღვია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერლიგის მე-3 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოლდ ტრაფორდზე "ტოტენჰემს" უმასპინძლა, თუმცა შედეგი წითელი ეშმაკების გულშემატკივართათვის საკმაოდ სავალალო აღმოჩნდა. ლუკას მოურას დუბლით და ჰარი კეინის გოლის წყალობით დეზებმა მეტოქე დაამარცხეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს. "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ვარსკვლავი "ტოტენჰემთან" მარცხის შემდეგ, (0:3) პირველ კომენტარს აკეთებს. პოგბას მტკიცებით, მომხდარით შოკირებულია მაგრამ ჯერ კიდევ არაფერია დაკარგული. "წარმოდგენა არ გვაქვს რა მოხდა. მატჩი შესანიშნავად დავიწყეთ, თუმცა მეორე ტაიმში ორი სწრაფი გოლი გავუშვით. შეხვედრა ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა, რის გამოც ჩვენს კარში მიღებული გოლი საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა. ზუსტად ორ წუთში მეორეც გავუშვით და სიტუაცია კიდევ უფრო კრიტიკული გახდა." "ფანებისაგან არნახულ მხარდაჭერას ვგრძნობდით, რის გამოც მეტოქეზე ზეწოლა გავზარდეთ და არაერთი სახიფათო მომენტიც შევქმენით. სამწუხაროდ, გოლი კვლავ ჩვენს კარში გავიდა. ძალიან ვწუხვარ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრების გამო. შოკირებული ვარ, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული და არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას", - აღნიშნა პოგბამ.  

სხვა სტატიები