Belive

ტოტი: "რომას კენჭისყრაზე გაუმართლა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ამჟამად "რომას" სპორტულმა დირექტორმა, ფრანჩესკო ტოტიმ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩების კენჭისყრის შედეგები შეაფასა. მისი თქმით, "პორტოს" სახით, "ჯალოროსის" თანაბარი მეტოქე შეხვდა.
"იმის გათვალისწინებით, თუ რა დონის პოტენციურ მეტოქეებზე იყო საუბარი, შეიძლება ითქვას რომ "რომას" გაუმართლა. თუმცა აღსანიშნავია, რომ "პორტო" ასევე შესანიშნავი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშა. "რომას" ახლა რთული პერიოდი აქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თებერვლისთვის გუნდი მაქსიმალურ შესაძლებლობებს აჩვენებს," განაცხადა ფრანჩესკო ტოტიმ.
შეგახსენებთ, რომ სერია ა-ში გამართული 16 მატჩის შედეგად, "რომა" 6 მოგებისა და 6 ფრის შედეგად, მე-6 ადგილს იკავებს.

ასევე ნახეთ: ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია

სხვა სტატიები