Belive

ტყიბულის მეშახტეში იაპონელი ფეხბურთელი ითამაშებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ეროვნულ ლიგა 3-ში იაპონელი ლეგიონერი ითამაშებს - ტყიბულის "მეშახტემ" ცოტა ხნის წინ 28 წლის აზიელი ნახევარმცველი წარადგინა. ტიაგა ვატაბე საქართველოში ყოფილი ფეხბურთელის ლევან შავგულიძის დახმარებით მოხვდა. ის ახლა საფეხბურთო აგენტია. "მეშახტეს" ახალწვეულს ბრაზილიურ, ტაილანდურ, პაკისტანურ და ინდონეზიურ გუნდებში უთამაშია. ტიაგა ბოლოს ტაილანდის მეოთხე დივიზიონში გამოდიოდა.