Belive

ტრადიცია გრძელდება: ფინალში მოდრიჩმაც გაიტანა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი სპორტული ტაბლოიდი Goal.com საინტერესო სტატისტიკას ავრცელებს. 2015 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ის მოთამაშეები იტანენ გოლს, რომლებსაც იმავე წელს ოქროს ბურთი აქვთ მოგებული. 2015 წელს ოქროს ბურთის მფლობელმა ლიონელ მესიმ ფინალში "რივერ პლეიტს" გაუტანა. 2016 წელს კრიშტიანუ რონალდუმ "კაშიმა ანტლერსთან" გამოიჩინა თავი. 2017 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში რონალდუმ "გრემიოსაც" გაუტანა. წელს კი ლუკა მოდრიჩმა ტრადიცია არ დაარღვია და "ალ აინის" კარი დალაშქრა.

სხვა სტატიები