Belive

ტრაგედია: 20 წლის ფეხბურთელმა ტრავმების გამო თავი მოიკლა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისურ მედიაში ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. 20 წლის უელსელმა ფეხბურთელმა, ჯოელ დარლინგტონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ფეხბურთელის ამ გადაწყვეტილების მიზეზი გამუდმებული ტრავმები გახდა. ჟოელს კარიერულ წინსვლაში ხელს სწორედ ეს უშლიდა. 20 წლის დარლინგტონი სინჯებზე "მანჩესტერ იუნაიტედშიც" კი იყო, თუმცა მაშინ ხელი მოიტეხა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ბოლო 2 წელში განცდილი ტკივილების გამო, ჯოელ დარლინგტონი დეპრესიაში იყო. მრავალი მცდელობის მიუხედავად, უელსელი მოთამაშისთვის ტკივილის შემსუბუქება ვერ მოახერხეს. როგორც ცნობილია, 20 წლის ფეხბურთელის ცხედარი მამამ და ძმამ ფარეხში იპოვეს. ახალგაზრდა უელსელი თავისი ცხოვრების შესახებ ბევრ ჩანაწერს ტოვებდა. ირკვევა, რომ მას ფიტნეს ინსტრუქტორობა სურდა.

სხვა სტატიები