Belive

ტრაგედია ალისონის ოჯახში: ბრაზილიელი მეკარის მამა ტბაში დაიხრჩო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" მეკარე ალისონ ბეკერის ოჯახს თავს ტრაგედია დაატყდა - ბრაზილიელი მეკარის მამა ტრაგიკულ ვითარებაში გარდაიცვალა. ალისონის მამა 24 თებერვალს, სამხრეთ ბრაზილიის საკურორტო შტატ კაკაპავა დო სულიში დასასვენებლად იმყოფებოდა და ტბაში ცურვის დროს დაიხრჩო. 57 წლის ხოსე ბეკერი საკუთარ სახლთან არსებულ კაშხალთან ცურავდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. შტატის პოლიციის ინფორმაციით, მისი ცხედარი რამდენიმე საათში მეგობრებისა და ოჯახის ადვოკატის დამხმარებით იპოვნეს. 28 წლის გოლკიპერს 28 თებერვალს, "შეფილდის" წინააღმდეგ პრემიერლიგის 26-ე ტურის შეხვედრა ელის. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ის სამშობლოში გამგზავრებას.

სხვა სტატიები