Belive

ტრაგედიიდან 3 წლის შემდეგ - შაპეკოენსე ელიტიდან გავარდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2016 წლის 28 ნოემბერს დატრიალებულმა ტრაგედიამ სრულიად საფეხბურთო სამყარო შეძრა. კოპა სუდამერიკანას ფინალურ მატჩზე მიმავალი "შაპეკოენსეს" ფეხბურთელები ავიაკატასტროფაში მოყვნენ. ტრაგედიის შედეგად, თვითმფრინავში მყოფი 77 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორის აღმოჩნდნენ "შაპეკოენსეს" გუნდი თითქმის სრული შემადგენლობით და სამწვრთნელო შტაბი. "შაპეკოენსეს" გარშემო დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელს მსოფლიოში ჰპოვა გამოხმაურება. ბრაზილიურმა კლუბებმა საკუთარი ფეხბურთელები იჯარის წესით "შაპეკოენსეში" გაანათხოვრეს, "ბარსელონამ" კი "შაპეკოენსესთან" საქველმოქმედო მატჩი გამართა. 28 ნოემბერს, ბრაზილიის სერია ა-ს 35-ე ტურის შეხვედრაში "შაპეკოენსე" "ბოტაფოგოსთან" დამარცხდა (0:1) და ტრაგედიიდან ზუსტად 3 წლის შემდეგ, ელიტას დაემშვიდობა. ბრაზილიის სერია ა-ს დასრულებამდე 3 ტურით ადრე "შაპეკოენსეს" უმაღლეს დივიზიონში დარჩენის არანაირი შანსი აღარ დარჩა და მომდევნო სეზონს სერია ბ-ში გაატარებს.

სხვა სტატიები