Belive

ტრაგედიით დავიწყებული მტრობა - ლივერპულის ღირსეული საქციელი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის ორი ყველაზე ტიტულოვანი გრანდის დაპირისპირება ათწლეულებს ითვლის. "ლივერპული" თუ "მანჩესტერ იუნაიტედი"? არა მხოლოდ ინგლისში - არამედ სრულიად საფეხბურთო სამყაროში, ორ გრანდს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მიუხედავად მწვავე დაპირისპირებებისა, მიუნხენის ტრაგედიამ დაუძინებელ მტრობას გარკვეული დროით წერტილი დაუსვა. "მანჩესტერ იუნაიტედის" თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, "ლივერპული" ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც "წითელ ეშმაკებს" დახმარების ხელი გაუწოდა და საკუთარი 5 ფეხბურთელი შესთავაზა, რომელთა ანაზღაურებასაც მერსისაიდელები თავად გადაიხდიდნენ. მიუნხენის ტრაგედიიდან დღეს ზუსტად 61 წელი გავიდა. "ლივერპულმა" კვლავ მიაგო პატივი გარდაცვლილთა ხსოვნას და სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
Untitled

ასევე ნახეთ: ტრაგედია, გმირობა და ჩემპიონები - მიუნხენის ტრაგედიის შესახებ

 

სხვა სტატიები