Belive

transfermarketweb: "ინტერესი ლა ლიგიდან - ხვიჩა კვარაცხელიას დამატება ვილიარეალს სურს"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ევროპული მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას დამატების მიმართ ინტერესი კიდევ ერთ ესპანურ კლუბს, "ვილიარეალს" გაუჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას transfermarketweb.com-ი ავრცელებს და წერს, რომ უდავოა, რომ 20 წლის ქართველი ტალანტი ერთ დღეს ესპანეთში ითამაშებს.
"ხვიჩა კვარაცხელია, ასე ჰქვია მარცხენა ფლანგის ფეხბურთელს, რომელმაც ესპანეთს დამატებითი საშუალება მისცა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვედრისთვის, მას შემდეგ, რაც შვედეთთან დუბლი შეასრულა და აღნიშნულ საკვალიფიკაციო ეტაპზე ძალიან მაღალი დონე დააფიქსირა. სულ რაღაც 20 წლისაა და ის საქართველოს ნაკრების მომავალია. ის დაიბადა თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, უძველეს ქალაქში რთული და ვრცელი ისტორიით, სადაც სპარსრბი და რუსები ჭარბობდნენ, მას აქვს ნიჭი და ძალიან ლამაზად თამაშობს ფეხბურთს. მას აქვს უნარ-ჩვევბი და თუ განვითარდება, შეიძლება ვარსკვლავი გახდეს. ხვიჩა რუსეთის პირველი დივიზიონის წარმომადგენელ ყაზანის "რუბინში" თამაშობს, ამჟამად მას პრემიერ ლიგის 18 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. მან უკვე განაცხადა, რომ მისი სურვილია მადრიდის "რეალში" თამაში და უდავოა, რომ ოდესმე ესპანეთში ითამაშებს. "ვილიარეალი" ამ ქართველზე შეყვარებული გუნდია", - წერს transfermarketweb.com-ი.
ხვიჩა კვარაცხელიამ 2021 წელს საქართველოს ნაკრების მაისურით მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 გოლის გატანა მოახერხა და B ჯგუფის თანაბომბარდირი გახდა.  

სხვა სტატიები