Belive

ტრანსფერი - გორის დილაში ისრაელელი ფეხბურთელი ითამაშებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დილა" მორიგი ფეხბურთელით გაძლიერდა - გორულ კლუბში 27 წლის ლიდორ კოჰენი ითამაშებს. აღნიშნულ ტრანსფერს ცნობილი სპორტული სააგენტო Transfermarkt.com ადასტურებს. კოჰენს, რომელიც ამპლუით მარცხენა ვინგერია, ისრაელის U21 ნაკრებშიც უთამაშია. აღსანიშნავია, რომ გორელთა ახალწვეული მაღალი შედეგიანობით გამოირჩევა. ისრაელის მე-2 ლიგის გასულ სეზონში, "ჰაპოელ ფეთაჰ თიკვას" რიგებში, კოჰენმა 33 მატჩი ჩაატარა და 10 გოლის გატანა მოახერხა. საერთო ჯამში, კარიერის მანძილზე ლიდორის ანგარიშზე 226 მატჩში 50 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.  

სხვა სტატიები