Belive

ტრანსფერიდან ერთ თვეში: ვან დე ბეეკის აგენტი მანჩესტერს აკრიტიკებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დონი ვან დე ბეეკის აგენტმა სიაკ სვორთმა "მანჩესტერ იუნაიტედს" თავისი კლიენტის არასაკმარისი სათამაშო დროის გამო შეუტია. "დონი კლუბის შემცვლელად განიხილება. ეს საერთოდ არ მომწონს. მან "ბრაიტონის" წინააღმდეგ მოედანზე სულ 4 წუთი გაატარა, თუმცა ამ დროში სამი ღირებული რამ გააკეთა. მათ შორის მოიპოვა პენალტი, რომელიც შემდეგ გამარჯვების გოლად იქცა", - თქვა აგენტმა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე არასრული 1 კვირაა დარჩენილი, ნიდერლანდელი ფეხბურთელი კი "წითელი ეშმაკების" ჯერ კიდევ ერთადერთი შენაძენია. მის სანაცვლოდ ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ამსტერდამის "აიაქსს" 40 მილიონი ევრო გადაუხადა. 23 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგის პირველივე ტურში ("კრისტალ პალასთან" 1:3 წაგებულ მატჩში) გოლის გატანა მოახერხა, "ბრაიტონთან" კი 11-მეტრიანი მოიპოვა, თუმცა საკმარის სათამაშო დროს ის მაინც ვერ იღებს.

სხვა სტატიები