Belive

ტრანსფერის დეტალები: რა თანხას მიიღებს ანორთოსისი კაჭარავაში?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა კარიერას პოლონურ "ლეხში" გააგრძელებს. პოზნანურ კლუბში 26 წლის ფეხბურთელი იჯარის წესით ითამაშებს. "ანორთოსისის" ფორვარდი ექსტრაკლასას ბინადარ კლუბში ერთი სეზონის განმავლობაში ითამაშებს, შემდეგ კი "ლეხს" მისი გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება. კვიპროსული მედიის ინფორმაციით, საიჯარო ხელშეკრულების ფარგლებში, თემურ ქეცბაიას გუნდი 250 000 ევროს მიიღებს, იმ შემთხვევაში კი თუ პოლონელები კაჭარავას გამოისყიდიან, კვიპროსული გუნდი გაორმაგებულ თანხას მიიღებს. კაჭარავამ, რომელმაც ბოლო სანაკრებო პაუზის დროს, საქართველოს ეროვნულ გუნდს ესტონეთთან გატანილი გოლით 3 ქულა მოუპოვა, წინა სეზონში ფამაგუსტურ კლუბში 18 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები