Belive

ტრავმების გამო ბარსელონას პიკე და სერხი რობერტო გამოაკლდნენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში "ატლეტიკომ" საკუთარ მოდეანზე "ბარსელონა" მიიღო. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში კატალონიელების ორი მოთამაშე დაშავდა: სერხი რობერტო და ჟერარდ პიკე.


ბარსელონას მე-3 ნომერს გვერდითი მყესი აქვს დაჭიმული და ასევე აქვს მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესის ნაწილობრივი დაზიანება. საუკეთესო შემთხვევაში პიკეს 2 თვის გამოტოვება მოუწევს, თუ მყესების დაჭიმულობის თავდაპირველი დიაგნოზი დადასტურა, მაგრამ შესაძლოა ესპანელ მცველს 4-6 თვის გამოტოვებაც მოუწიოს, თუკი ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. ბარესლონას ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, სერხი რობერტოს კვირას გამოკვლევები ჩაუტარდა, რომლებმაც აჩვენა, რომ მას მარჯვენა ფეხზე ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი. სავარაუდოდ მოთამაშე გუნდს ორი თვით დააკლდება.  

სხვა სტატიები