Belive

ტრავმების სერია გრძელდება - ჩაკვეტაძე ისევ დაშავდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნებას ვერა და ვერ ახერხებს - ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა მორიგი ტრავმა მიიღო. ამის შესახებ "გენტის" მთავარმა მწვრთნელმა დღეს, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, ჩაკვეტაძეს ამჯერად კუნთი დაუზიანდა. ბელგიური მედია წერს, რომ გიორგის ტრავმის გამო ბევრი არ გაუცდება. მიუხედავად იმისა, რომ დაზიანება სერიოზული არ არის, 22 წლის ნახევარმცველის მდგომარეობა მაინც საგანგაშოა. ჩაკვეტაძე "გენტის" განაცხადს 5 თვიანი პაუზის შემდეგ რამდენიმე დღის წინ, ბელგიის თასზე დაუბრუნდა, თუმცა ახლა თამაშს ისევ ვერ ახერხებს.

სხვა სტატიები