ტრავმირებული ასენსიო FIFA-ს ტურნირის გამარჯვებული გახდა
"რეალის" ლიდერს მიღებული მძიმე ტრავმის გამო 2019/20 წლების სეზონი გაუცდა - როგორც ჩანს, მარკო ასენსიოს დრო უქმად არ დაუკარგავს. ტრავმირებული ასენსიო FIFA-ს ვიდეო თამაშის ტურნირის გამარჯვებული გახდა. კორონავირუსის გამო ევროპის საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატები შეწყვეტილია. აღნიშნულიდან გამომდინარე, არაერთმა ვარსკვლავმა მოედანი დროებით Playstation-ის ვიდეო თამაშზე გაცვალა. მარკო ასენსიოს FIFA-ს თამაშის განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა და FIFA 20-ის ლა ლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინალურ დაპირისპირებას 170.000-ზე მეტი გულშემატკივარი ადევნებდა თვალს. ასენსიომ, რომელიც "რეალით" თამაშობდა ფინალში აიტორ რუიბალი ("ლეგანესი") დაამარცხა. ტურნირმა, რომელიც ესპანური ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა 140.000 ევროს გამომუშავება შეძლო. გავრცელებული ინფორმაციით, გამომუშავებული თანხა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.
¡Enhorabuena, madridistas! 🥇 🏆 El @realmadrid de @marcoasensio10 se proclama campeón de #LaLigaSantanderChallenge 🏆 Y lo más importante: ¡Más de 140.000€ recaudados! 👏 pic.twitter.com/pDsY9WTufi — eLaLiga Santander (@esportslaliga) March 22, 2020