Belive

ტრავმის მოსაშუშებლად პსჟ ნეიმარს ბრაზილიაში უშვებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდი, ნეიმარი, ტერფზე მიღებული ტრავმის მოსაშუშებლად ბრაზილიაში გაემგზავრება - აღნიშნულ განცხადებას პარიზული გუნდის ოფიციალური პრესსამსახური ავრცელებს. ბრაზიელმა სუპერვარსკვლავმა ტრავმა 23 იანვარს, საფრანგეთის თასზე, "სტრასბურგთან" შეხვედრისას მიიღო. როგორც ცნობილია, ნეიმარს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა და სავარაუდოდ, ნეიმარი მოედანს მარტის შუა რიცხვებში დაუბრუნდება. "ტრავმის მოშუშების პროცესში, პარი სენ-ჟერმენმა გადაწყვიტა ნეიმარი სამკურნალოდ ბრაზილიაში გაუშვას," აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე იხილეთ: კაფუ: “პსჟ-ს ფინალში გასვლა ნეიმარის გარეშეც შეუძლია”

ასევე იხილეთ: ტრავმირებული ნეიმარი სამბას ცეკვავს (ვიდეო)

   

სხვა სტატიები