Belive

ტრიპიე, სავიჩი, იჰეანაჩო - 11 ვარსკვლავი, რომელიც სიტის ღირსებას იცავდა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2008 წელს "მანჩესტერ სიტის" ისტორია სამუდამოდ შეიცვალა. ახალი მფლობელი - შეიხი მანსური, კლუბის მართვაში აქტიურად ჩაერთო და თავიდანვე გახმაურებული ტრანსფერები განახორციელა. "ქალაქელთა" პირველი გახმაურებული ტრანსფერი რობინიოს უკავშირდება - თუმცა ბრაზილიელი ვარსკვლავის მანჩესტერულ გუნდში მიყვანა მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა - 14 წლის განმავლობაში, "მანჩესტერ სიტის" მაისური უამრავმა ვარსკვლავმა მოირგო. 2016 წელს, "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პეპ გვარდიოლას დანიშვნის შემდეგ, პრემიერ ლიგის გრანდმა ტრანსფერებში 1 მილიარდ ფუნტზე მეტი დახარჯა. შეიხი მანსურის მეთაურობით, "მანჩესტერ სიტი" სატრანსფერო აქტივობას არათუ არ წყვეტს - არამედ, კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით განაგრძობს. პრემიერ ლიგის ტიტანმა რამდენიმე დღის წინ, ერლინგ ჰოლანდი გაიფორმა. თავბრუდამხვევი სატრანსფერო პოლიტიკა "მანჩესტერ სიტის" აკადემიას დაღს ასვამს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელები, ტრანსფერის შედეგად გაფორმებულ ვარსკვლავებს კონკურენციას ვერ უწევენ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ახალწვეულებს გარანტირებული სათამაშო დრო არ ეძლევათ და სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად, უდიდესი ძალისხმევის გაღება უწევთ. მანსურის ეპოქაში "ქალაქელთა" მაისური იმდენად ბევრმა ვარსკვლავმა მოირგო, რომ მათი ჩამოთვლა "სიტის" სტაჟიან გულშემატკივარსაც კი გაუჭირდება. Transfermarkt-ზე, "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ვარსკვლავებისგან შემდგარი საუკეთესო თერთმეტეული დასახელდა. მეკარე: ჯერონიმო რული (ამჟამად "ვილიარეალი") მარცხენა მცველი: ანგელინო (ამჟამად "ლაიპციგი") ცენტრალური მცველი: სტეფან სავიჩი (ამჟამად "ატლეტიკო") ცენტრალური მცველი: ჯერომ ბოატენგი (ამჟამად "ლიონი") მარჯვენა მცველი: კირან ტრიპიე (ამჟამად "ნიუკასლი") ნახევარმცველი: დუგლას ლუიზი (ამჟამად "ასტონ ვილა") ნახევარმცველი: ადრიენ რაბიო (ამჟამად "იუვენტუსი") მარჯვენა ვინგერი: ბრაჰიმ დიაზი (ამჟამად "მილანი") მარცხენა ვინგერი: ჯეკ ჰარისონი (ამჟამად "ლიდსი") ფორვარდი: კელეჩი იჰეანაჩო (ამჟამად "ლესტერი") ფორვარდი: ენეს უნალი (ამჟამად "ხეტაფე")

სხვა სტატიები