Belive

ოფიციალურად: ტრიპიერი ატლეტიკოში ფეხბურთელია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ტოტენჰემის" მარჯვენა მცველი, კირან ტრიპიერი სათამაშოდ ესპანეთში გადავიდა. ინგლისელი ფეხბურთელი მადრიდის "ატლეტიკოს" შეუერთდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 24 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდნენ.

კირან ტრიპიერი 28 წლის არის და ის ლონდონურ კლუბში 2015 წლიდან თამაშობს. მანამდე ის "ბარნლისა" და "ბარნსლის" ღირსებას იცავდა. "ტოტენჰემის' შემადგენლობაში ტრიპიერიმ 114 მატჩი ჩაატარა და 2 ბურთი გაიტანა. ის ძირითადი შემადგენლობის წევრია. ინგლისის ნაკრებში ტრიპიერი 2017 წლიდან ასპარეზობს. 17 ჩატარებულ მატჩში მან 1 ბურთის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები