Belive

ტრიპიერი: "დიეგო კოშტა დღეში ათჯერ უეინ რუნის მეძახის"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" ახალწვეული კიერან ტრიპიერი ახალ გუნდში ადაპტაციის პროცესის შესახებ საუბრობს. ინგლისელი განაპირა მცველი ამბობს, რომ "ტოტენჰემიდან" წასვლის შემდეგ, ყველაზე მეტად დიეგო კოშტას დაუახლოვდა. "ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს გასაოცარი ხალხით. დიეგო კოშტა ყველაზე მეტად მეხმარება, ის დღეში ათჯერ მეძახის უეინ რუნის, რაც ძალიან გვახალისებს.  დიეგო ძალიან მომწონს, ის სულ ხუმრობს. მისი თამაში პრემიერლიგაშიც კარგად მახსოვს, ის ყველაზე მხიარული ფეხბურთელია, რომლის გვერდითაც აქამდე მითამაშია.  "ატლეტიკოში" შესანიშნავი გარემოა და შესაბამისად გუნდს ძალიან იოლად შევეჩვიე. მადრიდში ძალიან კარგი ამინდია, საჭმელი უფრო უკეთესი ვიდრე ლონდონში, ხალხი კი მეგობრული, სულ მადლობას მიხდიან და წარმატებულ თამაშს მისურვებენ",-თქვა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა.

სხვა სტატიები