Belive

ტრიპიერის შემდეგ როუზიც?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" მარცხენა მცველი, დენი როუზი კლუბის დატოვებასთან ახლოსაა. ინგლისელი ფეხბურთელით "პსჟ" დაინტერესდა. როუზის ღირებულება 22 მილიონი ევროა.
"ვაკვირდები სიტუაციას. უახლოეს კვირებში გადაწყდება ყველაფერი. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები" - განაცხადა როუზმა.
დენი როუზი "ტოტენჰემში" 2007 წლიდან თამაშობს. ამ წლების განვალობაში ის რამდენიმე კლუბში იყო განათხოვრებული. 29 წლის ფეხბურთელს ლონდონელთა შემადგენლობაში 198 თამაში აქვს ჩატარებული და 10 ბურთი გატანილი. შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემი" რამდენიმე დღის წინ მარჯვენა მცველმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, კირან ტრიპიერიმ დატოვა. ინგლისელი ფეხბურთელი კარიერას მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელებს.

სხვა სტატიები