Belive

ტრიუმფალური მატჩი ენფილდზე - ლივერპულმა საკლუბო რეკორდი დაამყარა, სალაჰი პრემიერლიგის სნაიპერებს შეუერთდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის შეხვედრა, რომელშიც "ლივერპული" "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდა მერსისაიდული გრანდისა და მოჰამედ სალაჰისათვის ტრიუმფალური გამოდგა. "ენფილდზე" გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ "კრისტალ პალასთან" მოპოვებული გამარჯვებით, "ლივერპულმა" საკუთარი საკლუბო რეკორდი დაამყარა. მერსისაიდულმა გრანდმა პრემიერლიგის 23-ე ტურის შემდეგ 60 ქულა დააგროვა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. დღემდე, 23 ტურის შემდეგ "ლივერპულის" ქულათა მაქსიმუმი 59-ს შეადგენდა - 1893-94 და 1987-88 წლების სეზონებში "ლივერპულმა" 59 ქულა დააგროვა. ამასთანავე, პრემიერლიგის ერაში "ენფილდზე" გამართულ მატჩებში "ლივერპულს" 1002 გატანილი გოლი დაუგროვდა. განსაკუთრებული მატჩი გამოდგა მოჰამედ სალაჰისათვის, რომელმაც "კრისტალ პალასთან" დუბლი გაიფორმა. პრემიერლიგის გასული სეზონის ბომბარდირი, მიმდინარე სეზონშიც დამაჯერებლად ლიდერობს ბომბარდირთა დავას. მოჰამედ სალაჰი პრემიერლიგის საუკეთესო სნაიპერებს შეუერთდა. "ლივერპულის" ეგვიპტელმა შემტევმა, პრემიერლიგის ეგიდით ჩატარებულ 72 შეხვედრაში 50 გოლის გატანა შეძლო. აღნიშნულ შედეგს, უფრო ნაკლებ ჩატარებულ შეხვედრებში მხოლოდ ენდი კოულმა (65), ალან შირერმა (66) და რუუდ ვან ნისტელროიმ (68) მიაღწიეს.
Untitled

სხვა სტატიები