გუშინ, ინგლისის თასის ნახევარფინალში "უოტფორდმა" ურთულეს ბრძოლაში "ვულვზი" 3:2 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
"უოტფორდის" თავდამსხმელმა, ტროი დინიმ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"12 წლის წინ, კვირაში 10 ევროს სანაცვლოდ ვთამაშობდი, ახლა კი თასის ფინალში გავედი," - თქვა დინიმ.