წარმატებები ჩემო მეგობარო – რონალდუ სოლსკიაერს დაემშვიდობა

პრემიერ ლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში, “უოტფორდთან” განცდილი მარცხის (4:1) შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” მესვეურებმა ოლე გუნარ სოლსკიაერი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, ოლე გუნარ სოლსკიაერი მხარდამჭერ შეტყობინებებს იღებს. კრიშტიანუ რონალდუ ერთ-ერთი პირველია, რომელიც ნორვეგიელი სპეციალისტის ამბავს გამოეხმაურა. Instagram-ზე განთავსებულ პოსტში, რონალდუ სოლსკიაერს დაემშვიდობა და წარმატება უსურვა.

“ის იყო ჩემი თავდამსხმელი, როდესაც პირველად “ოლდ ტრაფორდზე” მოვედი და ჩემი მწვრთნელი, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედში” მეორედ დავბრუნდი. უპირველეს ყოვლისა, ოლე წარმოუდგენლად კარგი ადამიანია. მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. წარმატებები ჩემო მეგობარო – შენ ეს დაიმსახურე”, – აღნიშნა კრიშტიანუ რონალდუმ. 

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე სოლსკიაერის მეთაურობით “წითელმა ეშმაკებმა” 17 მატჩი გამართეს. 7 მოგება, 3 ფრე და 7 მარცხი – სოლსკიაერმა “ოლდ ტრაფორდზე” არც ისე სახარბიელო მემკვიდრეობა დატოვა.

(121)

წარმატებები ჩემო მეგობარო – რონალდუ სოლსკიაერს დაემშვიდობა

სტატიის ავტორი
-