Belive

წარმატებული კლუბები, რომლებმაც ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვეს

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"რეინჯერსმა" ბრწყინვალე ევროპული სეზონი შემოგვთავა და UEFA-ს ევროპა ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ფინალში "აინტრახტთან" დამარცხდა. შოტლანდიურ კლუბს საკუთარი დიდების დარბაზში, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის თასის დაბინავება შეეძლო, მაგრამ საფეხბურთო ფორტუნა მოწინააღმდეგის მხარეს აღმოჩნდა. 1972 წელს, თასების მფლობელთა თასის მოგების შემდეგ, "რეინჯერსი" ევროპულ ტიტულთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა და ფინალში მარცხის შემდეგ, ჯოვანი ბრონხორსტის გაწვრთნილ გუნდს, გულის დამშვიდების შესაძლებლობა შოტლანდიის თასის ფინალში ექნება, რომელშიც "რეინჯერსი" "ჰართსს" დაუპირისპირდება. "რეინჯერსი" მსოფლიოში მეორე საუკეთესო გუნდია, რომელმაც ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი ტიტულის მოპოვება შეძლო. შოტლანდიური კლუბის აქტივში 116 ტიტულია და დაუძინებელ მტერს - "სელტიკს" უსწრებს. სტატიაში გთავაზობთ საუკეთესო კლუბებს, რომლებმაც ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი ტიტულის მოპოვება შეძლეს. ტიტულების ჩამონათვალში, რანგით ქვედა დივიზიონებში მოპოვებული ტიტულები და სუპერ თასის ფინალში მოპოვებული გამარჯვებები გათვალისწინებული არაა. =. "რივერ პლეიტი" - არგენტინა - 49 ტიტული =. "ცსკა" - რუსეთი - 49 ტიტული 24. "გრასჰოპერსი" - შვეიცარია - 49 ტიტული 23. "ზემალეკი" - ეგვიპტე - 53 ტიტული 22. "კოლო კოლო" - ჩილე - 55 ტიტული =. "ოლიმპია" - პარაგვაი - 56 ტიტული 20. "ბოკა ხუნიორსი" - არგენტინა - 56 ტიტული 19. "სტიაუა" - რუმინეთი - 58 ტიტული 18. "ანდერლეხტი" - ბელგია - 60 ტიტული =. "ლივერპული" - ინგლისი - 62 ტიტული 16. "გალათასარაი" - თურქეთი - 62 ტიტული 15. "მანჩესტერ იუნაიტედი" - ინგლისი - 66 ტიტული 14. "იუვენტუსი" - იტალია - 67 ტიტული 13. "აიაქსი" - ნიდერლანდები - 73 ტიტული 12. "პორტო" - პორტუგალია - 77 ტიტული 11. "ოლიმპიაკოსი" - საბერძნეთი - 79 ტიტული =. "ბაიერნი" - გერმანია - 81 ტიტული 9. "ალ-ფაისალი" - იორდანია - 81 ტიტული 8. "ბენფიკა" - პორტუგალია - 83 ტიტული 7. "ბარსელონა" - ესპანეთი - 92 ტიტული 6. "რეალი" - ესპანეთი - 95 ტიტული 5. "პენიაროლი" - ურუგვაი - 110 ტიტული 4. "სელტიკი" - შოტლანდია - 113 ტიტული =. "ნასიონალი" - ურუგვაი - 116 ტიტული 2. "რეინჯერსი" - შოტლანდია - 116 ტიტული 1. "ალ აჰლი" - ეგვიპტე - 121 ტიტული

სხვა სტატიები