წარმოუდგენელი სტატისტიკები მსოფლიო ფეხბურთში

მსოფლიოში არაერთი რეკორდი და სტატისტიკა არსებობს, რომლის შეცვლაც წარმოუდგენელია, მაგრამ არსებობს გარკვეული მაჩვენებლები, რომლებიც გულშემატკივრების უმეტესი ნაწილისთვის ცნობილი არ არის.

1. ფილიპ ლამი 2014 წლის სექტემბრიდან, 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ბუნდესლიგის მასშტაბით არცერთხელ არ დაჯარიმებულა

2. ჟოზე მოურინიომ პრემიერ ლიგა სამჯერ მოიგო, მაგრამ პორტუგალიელი 2004//2005 და 2006/2007 წლების სეზონში, თვის საუკეთესო მწვრთნელი არასდროს გამხდარა.

3. ნეიმარი 2013 წელს, თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამაში თითქოს უცნაური არაფერია, მაგრამ საინტერესო გახლავთ ის, რომ ლიონელ მესის თავის “ბარსელონურ” კარიერაში არასდროს ჰქონდა ეს ჯილდო მოპოვებული და ნეიმარმა მას დაასწრო.

4. “მანჩესტერ იუნაიტედს” არასდროს წაუგია პრემიერ ლიგაში “ოლდ ტრაფორდზე” მატჩი, როდესაც პირველ ტაიმს იგებდა.

5. ტეო უოლკოტს ჩემპიონთა ლიგაზე, რონალდოზე, აზარზე, ზიდანზე, კლოზეზე, ვილაზე და ალექსის სანჩესზე მეტი გოლი აქვს გატანილი.

6. ისტორიაში არსებობს მხოლოდ ორი ფეხბურთელი, რომლებსაც გოლი ყველა წუთზე აქვთ გატანილი. 1-90 წუთის ჩათვლით. ესენი არიან, კრიშტიანუ რონალდუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

7. ესპანეთმა ისე მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, რომ მხოლოდ 8 გოლის გატანა მოახერხა. ეს ყველაზე ცოტა გატანილი გოლია, მათ შორის ვინც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

8. გარი ლინეკერს ყვითელი ბარათი არასდროს მიუღია.

9. კინგსლი კომანს, თავის პროფესიონალურ კარიერაში არასდროს წაუგია ქვეყნის ჩემპიონატი. 2013 წელს, მან პირველად “პსჟ-ს” შემადგენლობაშ მოიგო ლიგა ერთი. ამის შემდეგ ფრანგმა ითამაშა “იუვენტუსში” და “ბაიერნში.” ყოველ წელს კომანი ახერხებს ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის დაუფლებას.

10. 1980 წელს, კოპა დელ რეის ფინალში, მადრიდის “რეალმა” საკუთარი მეორე გუნდი, “კასტილია” დაამარცხა.

(4377)

წარმოუდგენელი სტატისტიკები მსოფლიო ფეხბურთში

სტატიის ავტორი
-