Belive

წაუგებელი ჩემპიონი - 17-წლამდე დინამომ ოქროს მედლები ჩაიბარა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისის" 17-წლამდე გუნდმა შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატი წაუგებლად, გამარჯვებით დაასრულა. ოქროს ლიგის ბოლო ტურში, თბილისური დერბი შედგა - ვიტალი დარასელიას სახელობის არენაზე, "დინამომ" "საბურთალო" მიიღო და დიდი ანგარიშით (6:2) დაამარცხა. "დინამომ" გამარჯვება პირველ ტაიმშივე გაინაღდა, როცა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. მეორე ნახევარში, "საბურთალომ" ორი ბურთის გაქვითვა მოახერხა, თუმცა "დინამომ" მაინც დამაჯერებლად, ოთხბურთიანი სხვაობით იმარჯვა. მასპინძელთაგან ჰეთ-თრიკი ქოჩაკიძემ გაიფორმა, თითო-თითო გოლი კი ოსეყმაშვილმა, ხვადაგიანმა და მორჩილაძემ გაიტანეს. "დინამოს" შემადგენლობა ასეთი იყო: ხარშილაძე - მაისურაძე, ხვადაგიანი, სალუქვაძე, მირზიკაშვილი - შალიკაშვილი, ოსეყმაშვილი, გაგნიძე - მორჩილაძე, ქოჩაკიძე, ჩხეტიანი. სათადარიგო: მიქაუტაძე, გაგნიძე, ჯილჯოლავა, ბზეკალავა, ხორავა, კვარაცხელია, ბერუაშვილი. "დინამო თბილისმა" სეზონში 26 მატჩი გამართა, 21 მოიგო და 5 ფრედ ითამაშა, მარცხი კი გოჩა ჩიქოვანის გაწვრთნილებს არ განუცდიათ. საინტერესოა ისიც, რომ "ლურჯ-თეთრებმა" ყველაზე მეტი - 139 ბურთი შეაგდეს და საკუთარ კარში ყველაზე ცოტა 26 - მიიღეს.

სხვა სტატიები