Belive

ციხეში სადაც რონალდინიო იხდის სასჯელს ფუტზალის ტურნირი გაიმართება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარაგვაის ციხე, რომელშიც რონალდინიო იხდის სასჯელს ფუტზალის ტურნირს უმასპინძლებს. Extra-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურნირი ყოველ 6 თვეში ერთხელ იმართება და რონალდინიოს დაპატიმრებას აღნიშნულთან არანაირი კავშირი არ აქვს. წყაროს მტკიცებით, ფუტზალის ტურნირში 194 პატიმარი მიიღებს მონაწილეობას. ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ფუტზალის ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს. შეგახსენებთ, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდინიო და მისი ძმა, რობერტო, პარაგვაის ციხეში რჩებიან – მოსამართლემ მათი ადვოკატების მოთხოვნა, შინაპატიმრობაში გადაყვანასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა. ერთი დღის წინ, ბრაზილიური Globoesporte-ს ჟურნალისტმა, მარტინ ფერნანდესმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარაგვაიში სასამართლო მოსმენაზე რონალდინიოს შინაპატიმრობაში გადაყვანის საკითხი განიხილებოდა, თუმცა მოსამართლემ, გუსტავო ამარილიამ, პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო.

რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტმა ჰერნან როდრიგესმა, რონალდინიო პარაგვაის ციხეში მოინახულა და მისი ფოტო გაავრცელა.

MUY FUERTE | Así se encuentra Ronaldinho Gaúcho en la Agrupación Especializada. Eso si, sin perder su peculiar sonrisa 🔟🇧🇷 pic.twitter.com/SXEwv1VHIF — Hernán Rodriguez (@HernanRSotelo) March 8, 2020

სხვა სტატიები