Belive

წიტაიშვილის დუბლით კიევის დინამომ დონეცკელები დაამარცხა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო სეზონი ნელ-ნელა უკრაინაშიც ბრუნდება. გუნდებმა უკვე პირველი ამხანაგური შეხვედრები ჩაატარეს. კიევის "დინამომ" დონეცკის "ოლიმპიკს" 2:0 მოუგო. დედაქალაქელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა წარმოშობით ქართველმა შემტევმა გიორგი წიტაიშვილმა და ორივე გოლის ავტორი გახდა. ამავე დროს, მეტოქეთა სასტარტო თერთმეტეულში იყო თემურ ჩოგაძეც. 19 წლის ფეხბურთელი, რომელიც უკრაინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, კიევის "დინამოს" 21-წლამდელებში ირიცხება, მთავარ გუნდში კი ამ სეზონში 5 ოფიციალურ მატჩში ითამაშა. კიეველები 46 ქულით მეორე ადგილს ლუგანსკის "ზორიასთან" ერთად იკავებენ, ჩემპიომატის განახლების შემდეგ კი პირველივე შეხვედრას, 31 მაისს, ლიდერ დონეცკის "შახტარის" წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები