Belive

ციურიხის ფანების მსვლელობა არსენალთან მატჩის წინ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრაში, "არსენალისა" და "ციურიხის" დაპირისპირება შედგა. "ემირეიტსზე" გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის წინ, A-ჯგუფში საინტერესო ვითარება შეიქმნა. პირველი ადგილის დასაკავებლად "მეთოფეებს" გამარჯვება ესაჭირებოედათ - "ციურიხი" ასევე რთულ ვითარებაში არმოჩნდა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, შვეიცარიული კლუბი ჯგუფში ბოლო ადგილის ნაცვლად, მე-3 ადგილს დაიკავებდა და ასპარეზობის გაგრძელებას UEFA-ს კონფერენს ლიგაზე შეძლებდა.

მთელი მატჩის განმავლობაში შესამჩნევი იყო "ციურიხის" გულშემატკივრების აქტიურობა. შვეიცარიელი ფანები საკუთარ კლუბს საგულშემატკივროდ ლონდონში გაჰყვნენ და სტადიონამდე მსვლელობაც მოაწყვეს.

სხვა სტატიები