Belive

ცხვირს გაგიტეხავ - მუქარის გამო ქვილითაიას ანორთოსისის ფეხბურთელი უჩივლებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ქვილითაიას "ანორთოსისის" ფეხბურთელი ამრ ვარდა პოლიციაში უჩივის. მიზეზი ქართველი თავდამსმხელის მიერ ეგვიპტელისთვის სოციალურ ქსელში გაგზავნილი შეტყობინება გახდა.
"ცხვირს გაგიტეხავ! ილოცე, რომ არსად შემხვდე, ნაბიჭვარო!" - სწორედ ასეთი სიტყვებით მიმართა ქვილითაიამ ვარდას გაგზავნილ წერილში.
cache_846x3000_Analog_medium_541447_32417_1922022
გასულ ტურში ერთმანეთს სწორედ "აპოელი" და "ანორთოსისი" დაუპირისპირდნენ. თემურ ქეცბაიას გუნდმა სტუმრად 0:2 მოიგო. მატჩამდე მასპინძელთა ფანებმა "ანორთოსისის" ავტობუსი დაამტვრიეს, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ, ფამაგუსტელები "აპოელის" ფეხბურთელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. როგორც ჩანს, ქვილითაიას გაბრაზების მიზეზი სწორედ ეს გახდა. კვიპროსული მედია წერს, რომ ვარდა აღნიშნული შეტყობინების გამო, ქვილითაიას წინააღმდეგ პოლიციაში განცხადებას შეიტანს.    

სხვა სტატიები