Belive

"წლის ყველაზე აბსურდული გოლების სიაში მოხვდა" - Marca  მამარდაშვილის შეცდომას გამოეხმაურა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში, “ვალენსიამ” “სევილიასთან” სტუმრად, “რამონ სანჩეს პისხუანზე” – 1:3 წააგო. ანდალუსიურ კლუბთან წაგებულ დაპირისპირებაში თავისი საკმაოდ დიდი წვლილი ქართველ მეკარე, გიორგი მამარდაშვილს მიუძღოდა, რომელმაც მეტოქის გოლის დროს მძიმე შეცდომა დაუშვა. კარგი სტარტის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეკარეს 6 ჩატარებული მატჩიდან ყველაზე დაბალშედეგიანი სწორედ “სევილიასთან” მატჩი გამოდგა, რომელსაც მოედანზე მყოფ მოთამაშეებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება 5.5 (Whoscored.ccm, 5.9 Sofasocre) დაიმსახურა. 20 წლის ქართველი ტალანტის შეცდომას ყველაზე პრესტიჟული ესპანური გამოცემა Marca გამოეხმაურა და ეს მომენტი როგორც წლის ყველაზე აბსურდული გოლი, ისე შეაფასა.
"ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილმა "სევილიას" გამარჯვებაში უხეში შეცდომით წვლილი შეიტანა, რის მერეც ეს ეპიზოდი "წლის აბსურდული გოლების" სიაში მოხვდა", - წერს Marca.
გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 6 შეხვედრაში 7 გოლი გაუშვა და ორჯერ კარი მშრალად შეინახა. შემდეგ შეხვედრას “ვალენსია” 25 სექტემბერს, ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ საშინაო კედლებში, “მესტალიაზე” გამართავს.

სხვა სტატიები