ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის მებრძოლი კანდიდატების მოკლე სია გამოაქვეყნა.
2020 წლის საუკეთესო საფეხბურთო სპეციალისტის ნომინაციაში წარდგენილნი არიან: მარსელო ბიელსა - "ლიდს იუნაიტედი" ჰანს-დიტერფლიკი - მიუნხენის "ბაიერნი" იურგენ კლოპი - "ლივერპული" ხულენლოპეტეგი - "სევილია" ზინედინ ზიდანი - მადრიდის "რეალი"
ფიფას საუკეთესო დაჯილდოების ცერემონიალი 17 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში გაიმართება. რაც შეეხება ხმის მიცემის პროცესს, ის 25 ნოემბერს დაიწყება და 9 დეკემბერს დასრულდება.
პრიზის მოქმედი გამარჯვებული "ლივერპულის" გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი გახლავთ.