Belive

ჰოლანდი პრემიერ ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტიმ" ერლინგ ჰოლანდი ზაფხულში, გერმანული "დორტმუნდიდან" 60 მილიონ ევროდ დაიმატა. ნორვეგიელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ამ დროისთვის 12 შეხვედრაში უკვე 19 გოლი გაიტანა.

სხვადასხვა გავლენიანი გამოცემების ცნობით, მისი ამჟამინდელი ხელფასი კვირაში დაახლოებით 1 მილიონ ევროს შეადგენს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბონუსების წყალობით, 22 წლის თავდამსხმელს კიდევ უფრო მეტის გამომუშავება შუძლია.

ნორვეგიელის ანაზღაურება წელიწადში 51 მილიონი ევროა.

ჟურნალისტ მაიკ კიგანის ინფორმაციით, ერლინგ ჰოლანდი პრემიერ ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

ჰოლანდმა პრემიერ ლიგის რვა მატჩში შეძლო და 14 გოლი გაიტანა. ბევრი ფიქრობს, რომ თუ ერლინგი ასე გააგრძელებს, ლეგენდარული ალან შირერის რეკორდსაც მოხსნის. ინგლისელ ფეხბურთელს პრემიერ ლიგის 441 შეხვედრაში 260 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები