Belive

ცნობილი ხდება ინფორმაცია ლეო მესის მსხვილი კონტრაქტის დეტალების შესახებ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კატალონიური კლუბი მძიმე ფინანსურ კრიზისშია. “ბლაუგრანამ” რამდენიმე დღის წინ გასული წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კლუბის ვალი 1.2 მილიარდ ევროს შეადგენს. "ბარსელონას" მოკლევადიანი ვალების ოდენობამ დაახლოებით 730 მილიონ ევროს მიაღწია. კლუბის შემოსავლების დაახლოებით 74% სახელფასო ფონდში იხარჯება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ესპანურმა გამოცემამ El Mundo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბი გაკოტრების ზღვარზეა. კატალონიური გრანდის ფინანსური კრიზისის ფონზე იმავე ესპანურმა გამომცემლობამ El Mundo-მ მესის კონტრაქტის დეტალები გამოქვეყნა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კატალონიურ გრანდთან ახალ კონტრაქტს ხელი 2017 წელს მოაწერა, რომელიც 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. El Mundo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით "ბარსას" მესის კონტრაქტი 555,237,619 მილიონი ევრო დაუჯდა. კონტრაქტის მიხედვით ლეო მესი სეზონში 138 მილიონ ევროს გამოიმუშავებს (ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსები). კლუბმა მესის კონტრაქტზე ხელის მოწერისთვის 115,225,000 ევრო გადაუხადა, ამას დამატებული 77,929,955 ევრო, როგორც ბონუსი ერთგულებისთვის. გამომცემლობის მტკიცებით მესიმ კონტრაქტით გათვალისწინებული ანაზღაურების 92%-ი უკვე გამოიმუშავა. საქმე რეალურად გასაოცარ ციფრებთან გვაქვს. გასაკვირი არაა, რომ "ბარსელონას" რთული ფინანსური მდგომარეობა აქვს, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მესიმ ნამდვილად დაიმსახურა მსგავსი ანაზღაურება: რაც მან წლების განმავლობაში კლუბისთვის გააკეთა, უბრალოდ შეუფასებელია. თუ გავითვალისწინებთ, რომ "ბარსას", რბილად რომ ვთქვათ, ფინანსური თვალსაზრისით კარგი დროება არ უდგას, ეს ფაქტი მესის ზაფხულში წასვლას კიდევ უფრო რეალურს ხდის. ექვსგზის "ოქროს ბურთის" მფლობელის კონტრაქტი მიმდინარე წლის ფახულში იწურება და, სავარაუდოდ, კატალონიურ კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივება ძალიან გაუჭირდება. ლალიგის მიმდინარე სეზონში 19 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ "ბარსელონა" 37 ქულით სატურნირო ცხრლიში მე-4 პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება ლეო მესის, მან 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 11 გატანილ გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.    

სხვა სტატიები