Belive

ცნობილი ფეხბურთელების ჰელოუინის კოსტიუმები

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს ჰელოუინია და ყველა ამ დღისთვის ემზადება, მათ შორის ფეხბურთელებიც, რომლებმაც კოსტიუმები უკვე მოირგეს.  შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს:

#1 ხერარდ პიკე

ხერარდ პიკე და მისი მეუღლე შაკირა. "ბარსელონას" მცველს უცნაური ნიღაბი უკეთია.

# დანი ალვეში და ნეიმარი

ბრაზილიელი ვარსკვლავების სახალისო კოსტიუმები

#3 დრენს მერტენსი და მისი მეუღლე

"ნაპოლის" შემტევმა და მისმა მეუღლემ საინტერესო სცენა გაითამაშეს. მერტენსის მეუღლემ "ნაპოლის" კიდევ ერთი ლიდერის, მარეკ ჰამშიკის ფორმა მოირგო, ხოლო თავად მერტენსმა ლორენცო ინსინიეს დასცინა.

#4 ლუის გარსია

ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი, "ლივერპულის" ნახევარმცველი, ლუის გარსია თეთრი აჩრდილის როლში მოგვევლინა.

#5 პატრის ევრა

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა საშიში ზომბის როლი მოირგო.

სხვა სტატიები