Belive

ცნობილი ქართველი მსაჯი მალხაზ ბეუქლიშვილი გარდაიცვალა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
49 წლის ასაკში, ცნობილი ქართველი მსაჯი - მალხაზ ბეუქლიშვილი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვარაუდია, რომ იგი გულის პრობლემით გარდაიცვალა. მალხაზ ბეუქლიშვილი საქართველოს ეროვნულ ლიგაში 2009 წლიდან მსაჯობდა და იგი ერთ-ერთ საუკეთესო მსაჯადაც ითვლებოდა. 2009 წელს იგი ოსმა კრიმინალებმა გაიტაცეს და მეორე დღეს ქვეყანაში დააბრუნეს. შეიარაღებული თავდასხმა თბილისი-სენაკის მაგისტრალზე, სოფელ ორჭოსანთან მოხდა. გატაცებული მალხაზ ბეუქლიშვილის გათავისუფლებისთვის ოსი კრიმინალები 50 ათას ლარს ითხოვდნენ. ბოლო პერიოდში ბეუქლიშვილი მასტერ ლიგისა და მოყვარულთა ლიგის შეხვედრებს ემსახურებოდა . Live.ge მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს მალხაზ ბეუქლიშვილი ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.

სხვა სტატიები