Belive

ცნობილი საფეხბურთო მოღვაწეები ხოსე ანტონიო რეიესის გარდაცვალებას ეხმაურებიან

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

როგორც მოგეხსენებათ ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი 35 წლის ასაკში ავტოავარიაში გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ამბავს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა.   არსენალი : არსენალში ყველა განადგურებულია შოკისმომგვრელი ამბით.ჩვენი ყოფილი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი ესპანეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ხოსე ანტონიო რეიესი 1983 - 2019 მშვიდად განისვენე ხოსე

რობერ პირესი : "განადგურებული ვარ ამ ამბით რომელიც ჩემს ძვირფას მეგობარს შეემთხვა. მშვიდად განისხვენე ხოსე." სოლ კემპბელი: "განადგურებული ვარ ამ ამბით. ჩემი ძველი თანაგუნდელი ხოსე ანტონიო რეიესი აღარ არის. ეს დიდი დანაკარგია. ჩემი სამძიმარი მის ოჯახსა და მეგობრებს" ლივერპული: "დამწუხრებულნი ვართ ხოსე ანტონიო რეიესის გარდაცვალებით, ჩვენი ფიქრები მის მეგობრებთან და ოჯახთანაა. მშვიდად განისვენე ხოსე." იენს ლემანი: " მე შოკირებული და განადგურებული ვარ. ის დიდებული ფეხბურთელი და ადამიანი იყო. ჩემი სამძიმარი მის ოჯახს. მადლობა რომ პრემიერლიგის წაუგებლად მოგებაში დაგვეხმარე ხოსე." რობინ ვან პერსი: "ძალიან დამწუხრებული ვარ ამ ტრაგიკული ამბით რომელიც ჩემს ყოფილ თანაგუნდელს, ხოსე ანტონიო რეიესს შეემთხვა. დიდებული ფეხბურთელი და უფრო უკეთესი ადამიანი. ჩემი სამძიმარი მის ოჯახს. მშვიდად განისვენე მეგობარო" ტიერი ანრი: "განადგურებული ვარ მას შემდეგ რაც ეს ამბავი შევიტყე. დიდებული ფეხბურთელი, საუკეთესო გუნდელი და იშვიათი ადამიანი. ამ მძიმე დროს მის მეგობრებსა და ოჯახს გამძლეობას ვუსურვებ" სესკ ფაბრეგასი: "ჩემი პირველი მეგობარი დიდ ფეხბურთში, ერთ ოთახში ვცხოვრობდით, მას კი ძილი სულ -10 გრადუსში სურდა. თავმდაბალი ადამიანი რომელიც მუდამ იღიმებოდა,დიდი ფეხბურთელი და ფენომენალური ადამიანი. უარესად დღეს ალბათ ვერ გავიღვიძებდი. არასდროს დავივიწყებ როდესაც 16 წლის ასაკში ინგლისში მარტო მყოფი, შენ და შენმა ოჯახმა საშობაო ვახშამზე მიმიწვიეთ. არასოდეს დამავიწყდება ფიტნეს დარბაზში ჩვენი ჩოგბურთის მატჩების ვარჯიშის წინ და შემდეგ. ჩვენი კავშირი მოედანზე განსაკუთრებული იყო, შენი პოვნა ხაზებს შორის კი უმარტივესი. მე მუდამ ვამბობდი რომ შენ ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ტალანტი ხარ და ვიცი არ ვცდები. ორიოდ დღის წინ შენე ინტერვიუში ვისაუბრე, შესაძლოა ეს ნიშანი იყო. მე არასდროს დაგივიწყებ, ჩვენ არასდროს დაგივიწყებთ, და მუდამ ჩვენს გულში იქნები, მშვიდად განისვენე ხოსე ანტონიო რეიეს, მიყვარხარ."

სხვა სტატიები