Belive

ცნობილი სპორტსმენების შეფასებები დე ხეას დღევანდელ პერფორმანსზე.

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
დღეს "უემბლიზე" "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემი" მარკუს რეშფორდის ერთადერთი გოლით დაამარცხა, "ეშმაკების" ესპანელმა კიპერმა კი 11 სეივი გააკეთა, და თითქმის ყველა მათგანი საოცარი სირთულის იყო. სწორედ ამიტომ სოციალური ქსელი დე ხეას საქებარმა სიტყვებმა დაიპყრო, გთავაზობთ ცნობილი სპორტსმენების შეფასებებს, "მანჩესტერის" მეკარის დღევანდელ პერფორმანსზე. პიტერ შმეიხელი (მანჩესტერის ყოფილი მეკარე) - "მშვენიერი გამარჯვება, დე ხეა კი უბრალოდ კედელია." მიკაელ სილვესტრი (მანჩესტერის ყოფილი მცველი) - "მანჩესტერის დიდი კედელი!" ოლე გუნარ სოლსკიაერი (მანჩესტერის მწვრთნელი) - "მე უამრავ ძალიან დიდ მეკარესთან ერთად მიასპარეზია, ჩვენ გუნდში ასეთი ტრადიცია გვქონდა, ყოველთვის უმაღლესი კლასის გოლკიპერი გვაყვდა, ზუსტად ასეთია დე ხეაც!" მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემის მწვრთნელი) - "ოთხნახევარ წელიწადია "ტოტენჰემის" მწვრთნელი ვარ და ეს საუკეთესო მეორე ტაიმი იყო ჩემს კარიერაში, უბრალოდ დე ხეამ 11 სეივი გააკეთა, მან სასწაულები ჩაიდინა, ეს დაუჯერებელია." რეიმონდ ვან დერ გოუ (მანჩესტერის ყოფილი მეკარე) - "ყველამ ვიცოდით რომ ის მშვენიერი მეკარე იყო, მაგრამ დღეს მან დაუჯერებელი ჩაიდინა, ის შეუდარებელი იყო." ბენ ფოსტერი (მანჩესტერის ყოფილი და უოტფორდის ამჟამინდელი მეკარე) - "ხშირად ამბობენ რომ დე ხეა მარტივ ბურთებს იღებს, ან ბურთებს მარტივად იღებს, მაგრამ ამ ყველაფერს პოზიციის უზუსტესი შერჩევა სჭირდება, დევიდი შეუდარებელია, ის უბრალოდ ფანტასტიურია." ნემანია მატიჩი (მანჩესტერის ფეხბურთელი) - "გეშინოდეთ, ჩვენ დავბრუნდით - ის კი უბრალოდ ცეცხლია!" ანდერ ერერა (მანჩესტერის ფეხბურთელი) - "დავიდ დე ხეა? - უსიტყვოდ" ჯონ ტერი (ჩელსის ყოფილი კაპიტანი) - "დე ხეამ ფანტასტიურად ითამაშა, ძალიან მაგარი მეკარეა" ჯონ ვილკინსონი (ლეგენდარული ინგლისელი მორაგბე) -  "ღმერთო რა მაგარია!"

სხვა სტატიები