Belive

ცნობილია იქნება თუ არა აიაქსთან მატჩში კრიშტიანუ რონალდუ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის ნაკრებისა და "იუვენტუსის" 34 წლის ლიდერი - კრიშტიანუ რონალდუ გამოჯანმრთელდა და ტრავმა სრულად მოიშუშა. მან ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩის წინ სრული დატვირთვით ივარჯიშა და ტურინელთა თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ მზად არის "აიაქსისთვის" და იგი თამაშს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ტრავმა სანაკრებო პაუზის დროს მიიღო. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში, პორტუგალიის ნაკრებმა სერბეთის ნაკრებს უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. სწორედ ამ მატჩის მიმდინარეობისას 29-ე წუთზე, მცირე ტრავმა მიიღო კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც სტადიონი დატოვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კრიშტიანუმ სერია ა-ს ბოლო 3 ტური გამოტოვა (ემპოლისთამ, კალიარისთან და მილანთან). ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩი დღეს ამსტერდამში 23:00 საათზე გაიმართება, სადაც ადგილობრივი "აიაქსი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

სხვა სტატიები