Belive

ცნობილია, რა ნომრით ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' ახალწვეული, ხვიჩა კვარაცხელია ახალ გუნდში 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ინფორმაციას იტალიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 77-ნომრიანი მაისურით ,,ნაპოლიში'' აქამდე რამდენიმე ფეხბურთელს, მათ შორის ვალტერ გარგანოს, ხოსე ერნესტო სოსასა და ომარ ელ-კადურის უთამაშიათ. ბოლოს კი ამ ნომრით ნეაპოლელთა ღირსებას რაფაელე რუსო იცავდა.



იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარაცხელიამ ,,ნაპოლისთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ნეაპოლელებმა ,,დინამო ბათუმს” 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაუხადეს, ხვიჩას ხელფასი კი წელიწადში 1 მილიონი ევრო იქნება. კვარაცხელია საქართველოში დაბრუნებამდე ყაზანის ,,რუბინში” თამაშობდა, სადაც ჩატარებულ 73 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ხვიჩა 77 ნომრით კარიერაში პირველად ითამაშებს:

სხვა სტატიები