Belive

ცნობილია რა ოდენობის თანხა გამოიმუშავა დინამო თბილისმა წელს ევროტურნირებზე

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამი თბილისმა" ევროპა ლიგის 2 საკვალიფიკაციო ეტაპი ისე გადალახა, რომ საკუთარ კარში გოლი არ მიუღია. ქართულმა გუნდმა "ენგორდანს" ორი მატჩის ჯამში 7:0 მოუგო, აზერბაიჯანული "გაბალა" კი 5:0 დაამარცხა. "დინამო თბილისი" შემდეგ ეტაპზე როტერდამის "ფეინოორდს" დაუპირისპირდება. პირველი თამაში 8 აგვისტოს ჰოლანდიაში გაიმართება. ცნობილია თბილისელთა მიერ გამომუშავებული თანხა მიმდინარე ევროტურნირებზე. თბილისელებმა ევროპა ლიგაზე მონაწილეობისთვის ჯერ 240 000 ევრო, მე-2 ეტაპზე გასვლისთვის კი 260 000 ევრო მიიღო. დედაქალაქურმა კლუბმა "გაბალას" დამარცხებით კიდევ 280 000 ევრო გამოიმუშავა. ჯამში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მიერ მოპოვებული თანხა ევროპა ლიგაზე 780 000 ევროს შეადგენს, რაც 2 521 584 ლარია. აღსანიშნავია, რომ ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში “დინამო თბილისი” 2 920 000 ევროს მიიღებს.

სხვა სტატიები