Belive

ცნობილია რა სიჩქარით მოძრაობდა რეიესის მანქანა უბედური შემთხვევის დროს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხოსე ანტონიო რეიესი 1 ივნისს სევილია-უტრერას ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად გარდაიცვალა. მანქანა გზიდან გადავიდა და დაიწვა. მასთან ერთად მისი ორი ბიძაშვილიც იმყოფებოდა, რომლებიც ასევე გარდაიცვალნენ. ესპანეთის პოლიციის გამოძიების თანახმად, რეიესის Mercedes S500 უბედური შემთხვევის დროს 237 კმ/სთ სისწრაფით მიდიოდა, ხსენებულ ავტობანზე კი დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ იყო.

სხვა სტატიები