Belive

ცნობილია რა ტაქტიკით ითამაშებს ნიდერლანდების ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა საქართველოს ნაკრებთან გასამართი შეხვედრის წინ გაამხილა, თუ რა ფორმაციით გამოვა მისი გუნდი მოედანზე. "ნებისმიერ შემთხვევაში მატჩს 5-3-2-ით დავიწყებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გვჭირდება. მე არ მსურს ყველაფრის ღიად თქმა, მაგრამ დიდი შანსია, რომ უკრაინასთან ჩატარებული შეხვედრის მსგავსი ტაქტიკით ვითამაშოთ. საბოლოო არაფერია. ჩვენ უბრალოდ კარგად ვისაუბრეთ და ბევრჯერ მითქვამს: თუ ვფიქრობ, რომ 4-3-3 სქემით უნდა ვითამაშოთ,  ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ჩვენ ამისთვის მოთამაშეებიც გვყავს. სტივენ ბერგუისი და ქვინსი პრომესი კარგად ერგებიან ამ ფორმაციას, ისევე როგორც კოდი გაკპო და დონიელ მალენი. მე მათი სრული ნდობა მაქვს", - თქვა 51 წლის ნიდერლანდელმა სპეციალისტმა. “ჯვაროსნებმა” 2021 წლის პირველ ამხანაგურ მატჩში, 2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტში, მასპინძელ რუმინეთის ნაკრებს – 2:1 აჯობეს. სადებიუტო გოლები იქ გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გაიტანეს. მეორე შეხვედრას ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 6 ივნისს, ენსხედეში, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები