Belive

ცნობილია, რა თანხა აქვს გამოყოფილი ნიუკასლს ზამთრის ტრანსფერებისთვის

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული გამოცემის, The Telegraph-ის ცნობით, ,,ნიუკასლ იუნაიტედი'', რომელსაც ახალი მმართველი ჰყავს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 50 მილიონი ფუნტის დახარჯვას აპირებს. გუნდს ზამთარში ფინანსური ფეარპლეის დარღვევის გარეშე 200 მილიონი ფუნტის დახარჯვა შეუძლია, თუმცა, როგორც ჩანს, ,,კაჭკაჭები'' ამ თანხის მხოლოდ 25%-ს გამოიყენებენ. კლუბს ჯერ კიდევ არ ჰყავს სპორტული და აღმასრულებელი დირექტორი, ამიტომ, დიდი ტრანსფერები მომავალი ზაფხულისთვისაა მოსალოდნელი. რამდენიმე დღის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ,,ნიუკასლის'' ყოფილმა მფლობელმა, მაიკ ეშლიმ, გუნდის აქციები მიყიდა არაბულ კომპანიას, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 350 მილიარდი დოლარია. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ,,ნიუკასლ იუნაიტედი'' 3 ქულით ცხრილის მე-18 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები