Belive

ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა რეალმა ჩემპიონთა ლიგის მოგებით

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის ,,რეალმა'' ,,ლივერპულს'' 1:0 მოუგო. მატჩის ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მარკამ გამოთვალა თუ რა თანხა ერგო ,,სამეფო გუნდს'' ლიგის მოგებით. უეფამ 2021-2022 წლების სეზონში სამი ევროტურნირისთვის სულ 2.7 მილიარდი ევრო გამოყო, საიდანაც 2.03 მილიარდი ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის სუპერთასზე მოთამაშე გუნდებზე უნდა გადანაწილებულიყო, 465 მილიონი ევრო ევროპა ლიგის მონაწილეებზე, 235 მილიონი კი - კონფერენს ლიგის. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობისთვის თითოეულმა გუნდმა 15.64 მილიონი ევრო მიიღო, თითო მოგებისთვის 2.8 მილიონი ევრო, ფრისთვის კი - 930 ათასი. მერვედფინალისტებმა 9.6 მილიონი გამოიმუშავეს, მეოთხედფინალისტებმა - 10.6,  ნახევარფინალისტებმა - 12.5, ფინალისტებმა კი - 15.5. გარდა ამისა, უეფა 600 მილიონ ევროს გუნდების კოეფიციენტის მიხედვით ანაწილებს - ყველაზე დაბალკოეფიციენტიანი გუნდი 1.1 მილიონს იღებს, პირველადგილოსანი კი 36,4 მილიონს. მიმდინარე რეიტინგში ყველაზე მაღალი კოეიფიციენტი ,,რეალს'' აქვს. შესაბამისად, სულ ,,სამეფო გუნდმა'' ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის მოგებით 123,8 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

სხვა სტატიები