Belive

ცნობილია, რა თანხას მიიღებს მუდრიკი ჩელსიში ხელფასის სახით

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ,,ჩელსიში'' უკრაინელი ახალწვეულის, მიხაილო მუდრიკის ანაზღაურება კვირაში 97 ათასი ფუნტი (დაახლოებით 110 ათასი ევრო) იქნება. ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს.

22 წლის გარემარბმა რამდენიმე დღის წინ, ,,არისტოკრატებთან” 8.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ,,არისტოკრატებს” უკრაინელის ტრანსფერი 100 მილიონი ევრო დაუჯდათ (70 მილიონი + 30 მილიონი ბონუს თანხა).

მუდრიკის გადაბირებით კიდევ ერთი ინგლისური კლუბი, ლონდონის ,,არსენალიც” ინტერესდებოდა.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,შახტარის” მაისურით ჩატარებულ 18 შეხვედრაში 10 გოლი და 8 საგოლე გადაცემა იყო.

სხვა სტატიები