Belive

ცნობილია რა თანხას მიიღებს ვარანი მანჩესტერში ხელფასის სახით 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც ევროპული მედია იუწყება, მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი "მანჩესტერ იუნაიტედს" კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა. გავრცელებული ცნობების თანახმად, ფრანგი ფეხბურთელის "წითელ ეშმაკებში" გადაბარგება უახლოეს პერიოდში უკვე ოფიციალურად დადასტურდება, იქამდე კი კონტრაქტის სხვადასხვა დეტალები ცნობილი ხდება, მათ შორის ფეხბურთელის ანაზღაურებაც. ვარანი ახალ კლუბში ყოველწლიური ანაზღაურების სახით მიიღებს 12 მილიონ ევროს მიიღებს, ხელშეკრულება კი 2026 წლამდე გაფორმდება. სავარაუდოდ, "წითლები" მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი ფეხბურთელის გადაბირების მიზნით "სამეფო კლუბთან" შეთანხმების შემდეგ, 45-დან 55 მილიონ ევრომდე გადაიხდის. 28 წლის ცენტრალური მცველი “სამეფო კლუბს” 2011 წელს, ფრანგული “ლენსიდან” შეუერთდა და 10 წლის განმავლობაში “ბლანკოსების” მაისურით 360 შეხვედრა ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა, 7 საგოლე გადაცემა გააკეთა და ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ამდენჯერვე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 2-ჯერ ლა ლიგა. რაფაელ ვარანი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ევროპის 2016 წლის ვიცე-ჩემპიონი და 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სხვა სტატიები