Belive

ცნობილია რა უთხრეს ერთმანეთს რონალდუმ და რანგნიკმა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად "ბრენტფორდი" - 3:1 დაამარცხა. შეხვედრის ერთ-ერთი საკვანძო ეპიზოდი 71-ე წუთი გამოდგა, როცა რალფ რანგნიკმა მოედნიდან კრიშტიანუ რონალდუ გაიყვანა. ამას გერმანელი სპეციალისტისა და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მცირე დაპირისპირება მოჰყვა, რაც რანგნიკმა იმგვარად ახსნა, რომ, რონალდუ ამ ცვლილების აზრს მხოლოდ მაშინ მიხვდება, თუ იგი მომავალში მწვრთნელი გახდება. მოგვიანებით, რანგნიკმა მათი დიალოგის დეტალებიც გაასაჯაროვა.
"მან თქვა: "რატომ მე, რატომ გამიყვანე?" მე ვთქვი, რომ გუნდისთვის, კლუბისთვის სწორი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში, როცა მწვრთნელი გახდება, მიხვდეს ამ გადაწყვეტილებას. მე ვუთხარი მას, რომ წინ ორბურთიანი უპირატესობით ვიყავით და უნდა ვისწავლოთ გაკვეთილები "ასტონ ვილასთან" მატჩიდან. იმ თამაშის შემდეგ საკუთარ თავზე გავბრაზდი. დღეს ზუსტად იგივე სიტუაცია იყო და არ მინდოდა იმავე შეცდომის გამეორება. მე ვუთხარი: „მისმინე, კრიშტიანუ, შენ ხარ 36 წლის და შესანიშნავ ფორმაში ხარ, მაგრამ როცა მთავარი მწვრთნელი გახდები, ამას მთავარი მწვრთნელის პრიზმიდან დაინახავ. ჩემი სამუშაოა გადაწყვეტილებების მიღება გუნდისა და კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე და იმედი მაქვს, რომ ის ამას ანალოგიურად თვლის", - თქვა რანგნიკმა.
"წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 21 მატჩში დაგროვილი 35 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები