Belive

ცნობილია რამდენ ხანს იუქმებს უსმან დემბელე

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს "ბარსელონას" ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც უსმან დემბელე ტრავმირებულია. როგორც ცნობილია, ფრანგი შემტევი მორიგი დაზიანების გამო მოედანს 3-4 კვირით ჩამოშორდა. აქვე გეტყვით, რომ კატალონიელთა ვინგერს მარცხენა ბარძაყის კუნთოვანი ქსოვილის საკმაოდ მძიმე ტრავმა აქვს. შეგახსენებთ, რომ დემბელეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში შეხვედრა არ ჩაუტარებია. ის მოედანს სწორედ მიმდინარე კვირას, ჩემპიონთა ლიგაზე, "დინამო კიევთან" მატჩში დაუბრუნდა.

სხვა სტატიები